გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი: ვისაც სჯერა რომ გეკა გელაძე ან მამუკა მდინარაძე პირადი შურისძიების გამო ვინმეს დაიჭერს უვიცია ან ხელოვნური პოლიტიკური დაკვეთით წერს ასეთ სისულელეს, კანონის მოთხოვნათა არ დაცვა, ჩადენილი ქმედების სიმძიმის გათვალისწინებით არის დასჯა

5-11-2025

მანანა გიორგობიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომლებს, ის დაუკავშირდა ნაცნობს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა და ამ პირებმა სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და მათ ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.


მისი შეფასებით, ოპოზიციაში გაიცა ახალი დავალება მანანა გიორგობიანის დაკავება მის მიერ გეკა გელაძის მიმართ უხერხულ პოსტს დაუკავშირონ, თითქოს მისი შეურაცხყოფის გამო შური იძიეს მანანა გიორგობიანზე და ის შეგნებულად დააკავეს.


მეგრელიშვილის თქმით, ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და კანონი ყველა დონეზე უნდა იქნეს დაცული.


„მანანა გიორგობიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომლებს, ის დაუკავშირდა ნაცნობს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა და ამ პირებმა სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და მათ ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ.


ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, მოქალაქე მანანა გიორგობიანი დააკავეს.


ოპოზიციისა და მათი იდეური მოკავშირეების პოსტები იმის შესახებ რომ მანანა გიორგობიანი “ქართული ოცნების” მომხრეა და ხელშეუხებელია ზემოაღნიშნული ფაქტით დაიმსხვრა.


მათაც კი აღმოაჩინეს, რომ კანონი კანონია და ვრცელდება ყველაზე!


და ოპოზიციაში გაიცა ახალი დავალება მანანა გიორგობიანის დაკავება მის მიერ გეკა გელაძის მიმართ უხერხულ პოსტს დაუკავშირონ, თითქოს მისი შეურაცხყოფის გამო შური იძიეს მანანა გიორგობიანზე და ის შეგნებულად დააკავეს.


ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და კანონი ყველა დონეზე უნდა იქნეს დაცული.


ვისაც სჯერა რომ გეკა გელაძე ან მამუკა მდინარაძე პირადი შურისძიების გამო ვინმეს დაიჭერს უვიცია ან ხელოვნური პოლიტიკური დაკვეთით წერს ასეთ სისულელეს.


კანონის მოთხოვნათა არ დაცვა, ჩადენილი ქმედების სიმძიმის გათვალისწინებით არის დასჯადი და მას ნურც საკუთარი თავის და ნურც სხვისი გამართლებისთვის პოლიტიკურ სარჩულს ნურავინ მიაკერებს“, - წერს მეგრელიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031