გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბულგარეთის პარლამენტში ჯორჯ სოროსის გავლენის გამოსაძიებლად კომისიას ქმნიან

8-11-2025

ბულგარეთის პარლამენტმა ლიბერალ ჯორჯ სოროსთან და მის ვაჟთან ალექსანდერ სოროსთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კომპანიების სავარაუდო ჩარევის გამოსაძიებლად კომისიის შექმნას მისცა ხმა.


გამოცემა „Balkan Insight“ წერს, რომ ეს ნაბიჯი ოლიგარქისა და პარლამენტის წევრის დელიან პეევსკის პოლიტიკური პარტიის „უფლებებისა და თავისუფლებებისთვის მოძრაობა - ახალი დასაწყისის“ მიერ იყო წამოწყებული და მხარდაჭერილია ნაციონალისტური პარტიების „არსებობს ასეთი ხალხი და კავშირი“, „მორალი და ღირსება“, ასევე კრემლის მომხრე ძალების „აღორძინებისა“ და ბულგარეთის სოციალისტური პარტიის მიერ.


გასული წლის სექტემბერში პეევსკიმ განაცხადა, რომ სოროსთან დაკავშირებული სუბიექტები მონაწილეობდნენ „ღირებულებების გენდერული იდეოლოგიით ჩანაცვლებაში“ და „ძლიერ ლობისტურ სტრუქტურებში“. გამოცემის ინფორმაციით, საპარლამენტო კომისიის მიზანია, დაადგინოს სოროსის „კავშირები პოლიტიკურ პარტიებთან, მაგისტრატებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მედიასთან, ბიზნესსტრუქტურებთან და სახელმწიფო ხელისუფლებასთან“.


„სოროსთან აფილირებული ფინანსებით მოსარგებლე არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია ასევე გახდნენ ულტრამემარჯვენე პარტია „აღორძინების“ მიერ წარდგენილი კანონპროექტის სამიზნე, რომელიც მათ „უცხოელ აგენტებად“ გამოცხადებას აპირებდა, თუმცა კანონმდებლობის მიღების განმეორებითი მცდელობები ბოლო 2024 წელს წარუმატებელი აღმოჩნდა“, - წერს სტატიის ავტორი, ჟურნალისტი სვეტოსლავ ტოდოროვი, რომელიც მიიჩნევს, რომ სამართლებრივი შესწორებები, რომლებიც ბულგარეთის სკოლებში LGBTQ+ პროპაგანდას და გენდერულ იდეოლოგიას კრძალავს, „ნაციონალისტურმა და პრორუსულმა ძალებმა“ შემოიღეს და ის „კრემლის სტილისაა“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031