გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თენგიზ შარმანაშვილი Prime Time-ის მიერ ბრიუსელიდან მოპოვებულ დოკუმენტზე: ასეთი უუფლებო აგენტურა თარეშობდა ამდენი ხნის განმავლობაში თურმე, პატრონების გამოგზავნილი ტექსტის კორექტირებაც არ შეუძლიათ

13-11-2025

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, რადიკალური ოპოზიციის მიერ ჩატარებულ ბრიფინგს ეხმიანება, რომლის დაწყებამდეც „პრაიმ ტაიმმა“ ბრიუსელიდან ექსკლუზიურად მოპოვებული დოკუმენტი გაასაჯაროვა, რომლის ტექსტიც, აქტივისტმა ლევან ჯობავამ, 10 წუთის შემდეგ ბრიფინგზე უცვლელად წაიკითხა.


შარმანაშვილი ოპოზიციას „უუფლებო აგენტების“ სახელით მოიხსენიებს, რამდენადაც მათ უცხოელი პატრონების მიერ გამოგზავნილ დოკუმენტში ტექსტის ცვლილებაც კი არ შეუძლიათ.


„ასეთი უუფლებო აგენტურა თარეშობდა ამდენი ხნის განმავლობაში თურმე. პატრონების გამოგზავნილი ტექსტის კორექტირებაც არ შეუძლიათ. რა ვქნათ ახლა, გავაგზავნოთ საბოლოოდ ისტორიის სანაგვეზე ეს ხალხი თუ ვთხოვოთ მათ პატრონებს მეტი ავტონომია მისცეს აქაურ აგენტებს? პირველი აჯობებს“, - წერს თენგიზ შარმანაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031