გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი პირობები და ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმირებული არჩევანის გაკეთება, ამისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჩამოსვლა თუნდაც ერთი დღით

18-11-2025

ჩვენი ემიგრანტების დაახლოებით ნახევარი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და 2008 წლიდან მოყოლებული რუსეთის ფედერაციაში არ იხსნებოდა საარჩევნო უბნები. თქვენ გახსენდებათ რომელიმე მათგანის წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ემიგრანტების ნახევარი მოკლებული იყო საარჩევნო ხმის უფლებას?, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „თავისუფალ სივრცეში" საკანონმდებლო ცვლილებებზე ოპოზიციის შეფასებების კომენტირებისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამით თანასწორობის პრინციპიც ირღვეოდა, თუმცა მმართველი გუნდის ოპონენტებს ამაზე წუხილი არასოდეს გამოუთქვამთ.


„შეიძლება, ნახევარს ჰქონდეს სხვა პრივილეგია და მეორე ნახევარს ჰქონდეს სხვა პრივილეგია? ამაზე წუხილი ხომ არავისგან მოგისმენიათ? იმიტომ, რომ მთლიანად სუბიექტურია მათი მსჯელობა და არ ეფუძნება რეალურ არგუმენტებს. სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ნებისმიერ ქვეყანაში, შეიძლება სულ არ იყოს გახსნილი ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობა, ასეთი ბევრი ქვეყანაა, ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი პირობები და ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმირებული არჩევანის გაკეთება. ამისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჩამოსვლა თუნდაც ერთი დღით, საკუთარი თვალით იმის ხილვა, რა ხდება ქვეყანაში და ამის საფუძველზე ინფორმირებული არჩევანის გაკეთება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031