გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: პოდოლიაკი საუბრობდა იმაზე, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს, კონკრეტულად ის ითხოვდა მეორე ფრონტის გახსნას - როდესაც ასეთი ადამიანები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვერ აღვიქვამთ

18-11-2025

პოდოლიაკი საუბრობდა იმაზე, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს, ის ითხოვდა კონკრეტულად მეორე ფრონტის გახსნას - როდესაც ასეთი ადამიანები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვერ აღვიქვამთ ასეთ გზავნილებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „თავისუფალ სივრცეში" განაცხადა.

პრემიერის თქმით, სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს.

„სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს. რაც შეეხება ინტერვიუს პოდოლიაკთან, რომელიც დღემდეა პრეზიდენტის მრჩეველი უკრაინაში, საუბრობდა იმაზე, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში. ამ დროს, თვითონ პოდოლიაკის განცხადებები იყო მეორე ფრონტთან დაკავშირებით, ის ითხოვდა კონკრეტულად მეორე ფრონტის გახსნას. აქაც ხელის გულზე დევს ყველაფერი, თუ რა სახის კეთილსინდისიერებასთან გვაქვს საქმე, როდესაც საუბრობენ კონკრეტული ადამიანები. როდესაც ასეთი ადამიანები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვერ აღვიქვამთ ასეთ გზავნილებს", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930