გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, თბილისის აეროპორტში სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს

18-11-2025

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - „თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ხელბარგში მალულად განთავსებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.


„მებაჟე ოფიცრების მიერ, აღნიშნული მედიკამენტების მაღალი სიზუსტის მქონე ნარკო-ანალიზატორით შემოწმების შედეგად 21 კაფსულა ლირიკა და 28 კაფსულა მეტამფეტამინი გამოვლინდა.


საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031