გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი კახიანი: 14 წლამდე ასაკის ბავშვები სჩადიან ქურდობებს, ამ ინიციატივის მიზანი არის ასეთი ბავშვების რესოციალიზაცია

20-11-2025

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ისაუბრა „ქართული ოცნების“ ინიციატივაზე, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფ, 14 წლამდე პირებთან მიმართებით სპეციალური კანონის მიღებას გულისხმობს.


მისი თქმით, ინიციატივის მიზანი ასეთი ბავშვების რესოციალიზაცია და რეაბილიტაციაა.


„არასრულწლოვანები და, ხშირ შემთხვევაში, 14 წლამდე ასაკის ბავშვები სჩადიან ქურდობებს და გარკვეულ კრიმინალურ ქმედებებს. ყველაფერმა ამან, ბუნებრივია, ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა ჩვენი კანონმდებლობაც. ამ ინიციატივის მიზანი არის ასეთი ბავშვების რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია“, - აცხადებს კახიანი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930