გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საკრედიტო სააგენტო "ფიჩმა" (Fitch) საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB დონეზე დაადასტურა და პერსპექტივა "სტაბილურამდე" გააუმჯობესა

22-11-2025

2025 წლის 21 ნოემბერს, საკრედიტო სააგენტო "ფიჩმა" (Fitch) საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB დონეზე შეაფასა, ხოლო პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა.


დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში, გაზრდილია საერთაშორისო რეზერვების მოცულობა, ასევე გაუმჯობესებულია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და ფულადი გზავნილები.


სააგენტო, ასევე, აღნიშნავს საგარეო მოწყვლადობის შემცირებას, რაც ბოლო წლებში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას გულისხმობს.


ამასთან, "ფიჩის" შეფასებით, საქართველოს გააჩნია მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით მაღალი ეკონომიკური განვითარება და 2025-2027 წლებში ელოდება საქართველოში 5%-ზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რასაც თან ერთვის ქვეყნის გაუმჯობესებული პროდუქტიულობის დონეც.


სარეიტინგო სააგენტო, ასევე, ხაზს უსვამს ქვეყანაში საჯარო ფინანსების სტაბილურობას, მათ შორის, ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის შემცირებულ მაჩვენებლებს, გრძელვადიანი ვალის სტაბილური დინამიკით.


სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ საქართველოს საბანკო სექტორი სტაბილური და მომგებიანია, გააჩნია კაპიტალიზაციის მაღალი დონე და სტაბილურია აქტივების ხარისხი. ამას, თან ერთვის დოლარიზაციის დონის შემცირებაც, რაც ქვეყანაში არსებული მაკროპრუდენციული ღონისძიებების დამსახურებაა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031