გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ათჯერ და ოცჯერ არის გაზრდილი დიასპორასთან დაკავშირებული პროგრამების მოცულობა, ეს არის დამოკიდებულების გამოხატულება დიასპორის მიმართ

22-11-2025

ათჯერ და ოცჯერ არის გაზრდილი დიასპორასთან დაკავშირებული პროგრამების მოცულობა. ეს არის დამოკიდებულების გამოხატულება დიასპორის მიმართ. მთავარი, რაც ჩვენ გვსურს, ის არის, რომ ეს ადამიანები უნდა დაუბრუნდნენ სამშობლო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში განაცხადა.


პრემიერის თქმით, საქართველოს აქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ყოველწლიურად იზრდება იმის შანსი, რომ ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაუბრუნდნენ საკუთარ ქვეყანას.


„დაახლოებით ათჯერ და ოცჯერ არის გაზრდილი დიასპორასთან დაკავშირებული პროგრამების მოცულობა. ეს არის დამოკიდებულების გამოხატულება დიასპორის მიმართ. მთავარი, რაც ჩვენ გვსურს, ის არის, რომ ეს ადამიანები უნდა დაუბრუნდნენ სამშობლოს. დღეს, როდესაც 9,4%-ია ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი, ნაკლები ინტერესია, რომ ადამიანი გერმანიიდან, ამერიკიდან, შვედეთიდან, დაბრუნდეს ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა. ჯერ კიდევ სამჯერ უკეთესად ცხოვრობენ გერმანიაში, საფრანგეთში დაახლოებით ორჯერ უფრო უკეთესად, მაგრამ დაახლოების პროცესი გრძელდება და რამდენიმე წელიწადში უკვე ძალიან დაუახლოვდება ერთმანეთს ჩვენი და კონკრეტული დასავლეთ ევროპული ქვეყნების ცხოვრების დონე. ამიტომ, ყოველწლიურად იზრდება იმის შანსი, რომ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლები დაუბრუნდნენ საკუთარ ქვეყანას და ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები ეკონომიკურ განვითარებაზე, იმისათვის, რომ ეს ადამიანები საკუთარ ქვეყანას დაუბრუნდნენ", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728