გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვეტერან ძიუდოისტთა კავშირის წევრები სალომე ზურაბიშვილს უჭერენ მხარს

22-11-2018

საქართველოს ვეტერან ძიუდოისტთა კავშირის წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ იმსჯელეს.

 

ვეტერანების აზრით, საქართველოში ძალადობრივი რეჟიმის დაბრუნება დაუშვებელია, ამიტომ ისინი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერას მმართველი გუნდისაგან მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს  უცხადებენ.

 

ვეტერან ძიუდოისტთა კავშირის პრეზიდენტი, ევროპის ჩემპიონი, ოლეგ ზურაბიანი და კავშირის მმართველი საბჭო ვეტერანთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ალექსი დავითაშვილის, საქართველოს ფალავნის გივი კახაბრიშვილის, თბილისის ტურნირის გამარჯვებულის ბერდია გუგავას სახით,  სპორტულ საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ  არჩევნებში მივიდნენ და სწორი არჩევანი გააკეთონ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31