გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენატორი მაიკ ლი: ვაფრთხილებდით საზოგადოებას, რომ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარება კოლოსალური მასშტაბის კორუფციის დაფინანსებისთვის გამოიყენება - ამ საკითხზე მოსაუბრეებს მუდმივად დასცინოდნენ როგორც „პუტინის მოყვარულებს“

30-11-2025

ამერიკელი სენატორი მაიკ ლი, დაეთანხმა Fox News-ის წამყვან ლორა ინგრემს, რომელმაც განაცხადა: „დიდი ალბათობით, აშშ-ს მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი მილიარდობით დახმარება ზელენსკის უახლოესი თანაშემწეების შვეიცარიულ კერძო ანგარიშებზე აღმოჩნდა. რა თაღლითური სქემაა. 220 მილიარდი დოლარი ფუჭად დაიხარჯა!“


სენატორის განცხადებით, ვინც წლების განმავლობაში აფრთხილებდა საზოგადოებას, რომ ამერიკის მიერ გამოყოფილი დახმარებით კორუფცია ფინანსდებოდა, მათ „პუტინის მოყვარულებს“ უწოდებდნენ და დასცინოდნენ.


„ზოგიერთი ჩვენგანი წლების განმავლობაში აფრთხილებდა საზოგადოებას, რომ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარება კოლოსალური მასშტაბის კორუფციის დაფინანსებისთვის გამოიყენება..


მათ, ვინც ეს საკითხი წამოჭრა, მუდმივად დასცინოდნენ, როგორც „პუტინის მოყვარულებს“ და ადანაშაულებდნენ რუსეთის აგრესიის ხელშეწყობაში. ეს გააკეთეს „უნიპარტიამ“ (ორპარტიული სისტემის ერთიანი ინტერესი) და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა“, - წერს მაიკ ლი X-ზე.

პოსტის კომენტარებში ლის X-ის მფლობელი ილონ მასკიც დაეთანხმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031