გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე სუსის განცხადებაზე: ამ საინფორმაციო ნაღმის შემოგდება არის წმინდა წყლის პროვოკაცია, და ის რომ ადგილობრივმა უსამშობლოებმა მყისიერად აიტაცეს და უკრაინას საქართველოს დაბომბვას სთხოვენ, ეს არის სწორედ მათი კლინიკური დიაგნოზი

30-11-2025

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ამ საინფორმაციო ნაღმის შემოგდება არის წმინდა წყლის პროვოკაცია, და ის რომ ადგილობრივმა უსამშობლოებმა მყისიერად აიტაცეს და უკრაინას საქართველოს დაბომბვას სთხოვენ, ეს არის სწორედ მათი კლინიკური დიაგნოზი“.


მისივე თქმით, გასარკვევი გაირკვევა, თუ რა თქმა უნდა უკრაინულმა მხარემ ითანამშრომლა საქართველოსთან და არ მოიქცა ისე, როგორც აქამდე იქცეოდა.


„იმედია, გასარკვევი გაირკვევა, თუ რა თქმა უნდა უკრაინულმა მხარემ ითანამშრომლა საქართველოსთან და არ მოიქცა ისე, როგორც აქამდე იქცეოდა.


რუსეთთან სანქციების რეჟიმის დარღვევას გვაბრალებდნენ და როცა მტკიცებულებებს სთხოვდნენ, ცხვირს იბზუებდნენ. ვშიშობ, ახლაც, ასე მოხდება. ამ საინფორმაციო ნაღმის შემოგდება არის წმინდა წყლის პროვოკაცია, და ის რომ ადგილობრივმა უსამშობლოებმა მყისიერად აიტაცეს და უკრაინას საქართველოს დაბომბვას სთხოვენ, ეს არის სწორედ მათი კლინიკური დიაგნოზი, რომელსაც უკვე ვერაფერი უმკურნალებს“, - წერს ანჯაფარიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930