გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, დამამცირებელი მოპყრობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

2-12-2025

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, დამამცირებელი მოპყრობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტებზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.


„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თანხის გამოძალვის მიზნით, დაზარალებულს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, წაიყვანეს მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე დაუსახლებელ ადგილას, სადაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გააშიშვლეს, შემდეგ კი ფოტო-ვიდეო კადრები გადაუღეს და გადაღებული მასალის გასაჯაროებით დაემუქრნენ, თუ დაზარალებული დღის ბოლომდე კონკრეტულ თანხას არ გადაუხდიდა. აღნიშნულის გამო დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა.


დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ), 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით (გამოძალვა, დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით), 144 ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (დამამცირებელი მოპყრობა ჩადენილი ჯგუფურად), 157 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, ჩადენილი ანგარებით), 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, - აცხადებენ პროკურატურაში.


შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031