გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გივი მიქანაძემ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

3-12-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული „ინკლუზიური განათლების კონფერენცია“ გახსნა, რომელიც სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

  

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარებისა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

  

,,სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს ინკლუზიური განათლების მიმართულებით არსებული პროგრამების განვითარება, ნებისმიერი საჭიროების მქონე მოსწავლის, სტუდენტისა და ახალგაზრდისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიან სერვისებზე მათ თანაბარ ხელმისაწვდომობას და თითოეული მათგანის ინდივიდუალურ მხარდაჭერას. ამას ადასტურებს სამინისტროში სტრატეგიული და ინკლუზიური განვითარების დეპარტამენტის შექმნა, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად პასუხისმგებლობას იღებს პოლიტიკის განსაზღვრასა და სტრატეგიული მიზნების დასახვაზე,” - განაცხადა გივი მიქანაძემ.

  

მინისტრმა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს მასშტაბური ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კონფერენცია ინკლუზიური განათლების მიმართულებით ცოდნისა და პრაქტიკის გაზიარებისთვის მნიშვნელოვან პლატფორმას ქმნის.

 

 

,,სიმბოლურია, რომ 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მსოფლიო დღეს, გვეძლევა შესაძლებლობა, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ. კონფერენცია მართლაც შესანიშნავი პლატფორმაა ერთმანეთისთვის ინკლუზიური განათლების მიმართულებით ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია, მნიშვნელოვანია დიალოგის ფორმატში ვიმსჯელოთ არსებულ პრაქტიკასა და სხვადასხვა სერვისის გაუმჯობესებაზე,” - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

  

კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართა მანდატურის სამსახურის უფროსმა პავლე მაჭარაშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა მანდატურის სამსახურის ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის განსაკუთრებულ როლს, ინკლუზიური განათლების განვითარების საქმეში.

  

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა პანელური დისკუსიები, რომლის დროსაც კონფერენციის მონაწილეებმა, დიალოგის ფორმატში, იმსჯელეს ინკლუზიური განათლების არსებულ პრაქტიკასა და გამოწვევებზე.

  

„ინკლუზიური განათლების კონფერენციას“  ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობისსამინისტროს, სასკოლო საზოგადოების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031