3-12-2025
„ვინც 9 აპრილს მოესწრო ალბათ გახსოვთ თბილისის გადაჭედილი საავადმყოფოები „ჩერიომუხით” (მომწამვლელი გაზით) დაწამლული ჩვენი თანამოქალაქეებით! მაშინ 4000-მდე დაწამლული პაციენტი მიიღო თბილისის სავადმყოფოებმა“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი წერს სოციალურ ქსელში, რითაც ის BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება.
სადღობელაშვილის განცხადებით, 9 აპრილის მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია შარშანდელი აქციების დროს, რამდენადაც მომიტინგეებმა წყალბადის ზეჟანგი დაისხეს, გაითეთრეს სახე და დადგეს სპექტაკლი.
„ვინც 9 აპრილს მოესწრო ალბათ გახსოვთ თბილისის გადაჭედილი საავადმყოფოები “ჩერიომუხით” (მომწამლელი გაზით) დაწამლული ჩვენი თანამოქალაქეებით! მაშინ 4000-მდე დაწამლული პაციენტი მიიღო თბილისის სავადმყოფოებმა! ეგ კი არა მეორე-მესამე დღეს პარლამენტთან მიტანილ ყვავილებზე დალექილი ეგ ნივთიერებაც გემახსოვრებათ, თვალსაჩინო იყო… რუსთაველს სახანძროები რომ რეცხავდნენ ეგეც გემახსოვრებათ …
ანალოგიურ ფაქტს ადგილი არ ჰქონია შარშანდელი აქციების დროს! BBC-ის რესპონდენტები ტყუიან! ხო და თქვენი ფანტაზიორი შუბა დავხიე მე!
P.s. მომიტინგეებმა დაისხეს სახეზე წყალბადის ზეჟანგი, დეზინფექციის მიზნით, გაითეთრეს სახე და დადგეს სპექტაკლი!“, - წერს ლადო სადღობელაშვილი.
| « მარტი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | 31 | |||||