გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბელგიის პრემიერი: სხვა ქვეყნიდან გაყინული აქტივების, მისი სუვერენული ფონდების მოპარვა აქამდე არასდროს მომხდარა, ეს არის რუსეთის ცენტრალური ბანკის ფული. მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი გერმანიის ფულის კონფისკაცია არ მომხდარა

4-12-2025

„სხვა ქვეყნიდან გაყინული აქტივების, მისი სუვერენული ფონდების მოპარვა აქამდე არასდროს მომხდარა. ეს არის რუსეთის ცენტრალური ბანკის ფული. მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი გერმანიის ფულის კონფისკაცია არ მომხდარა“, - ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ბარტ დე ვევერმა გამოცემა La Libre Belgique-თან ინტერვიუში ისაუბრა.


პრემიერი მიიჩნევს, რომ კარგი იქნებოდა ფულის წართმევა ცუდისთვის, პუტინისგან, და კარგისთვის, უკრაინისთვის გადაცემა, მაგრამ მისივე განცხადებით, სხვა ქვეყნიდან გაყინული აქტივების, მისი სუვერენული ფონდების მოპარვა აქამდე არასდროს მომხდარა.

მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებული ზეწოლა წარმოუდგენელია.


„მე მყავს გუნდი, რომელიც დღე და ღამე მუშაობს ამაზე. კარგი ამბავი იქნებოდა: ფულის წართმევა ცუდისთვის, პუტინისგან, და კარგისთვის, უკრაინისთვის გადაცემა. მაგრამ სხვა ქვეყნიდან გაყინული აქტივების, მისი სუვერენული ფონდების მოპარვა აქამდე არასდროს მომხდარა. ეს არის რუსეთის ცენტრალური ბანკის ფული. მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი გერმანიის ფულის კონფისკაცია არ მომხდარა. ომის დროს სუვერენული ფონდები იყინება. ომის ბოლოს კი, დამარცხებულმა სახელმწიფომ უნდა დათმოს ეს აქტივები მთლიანად ან ნაწილობრივ, რათა კომპენსაცია გადაუხადოს გამარჯვებულებს. მაგრამ ვინ თვლის რეალურად, რომ რუსეთი უკრაინაში წააგებს? ეს ზღაპარია, სრული ილუზიაა. არასასურველიც არის, მათი წაგება და არასტაბილურობის გაბატონება ბირთვული იარაღის მქონე ქვეყანაში“, - აღნიშნა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031