გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

4-12-2025

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პროკურორებმა თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებს გენერალურ პროკურატურაში უმასპინძლეს და მათთან საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს.

 

შეხვედრაზე სპეციალიზებულმა პროკურორებმა განიხილეს ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის პრაქტიკული ასპექტები. ასევე, პროკურორებმა ისაუბრეს სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერისა და მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომების მნიშვნელობაზე,  მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების ფუნქციებზე სამართალწარმოების პროცესში.

 

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებზე და ისაუბრეს ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე. ასევე, პროკურორებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები გასცეს.

 

16 დღიანი გლობალური კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ოჯახური დანაშაულების პრევენციაა. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ახალგაზრდების ჩართულობას. სწორედ ამიტომ, კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებები სკოლებში მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031