გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაჭავარიანი „ფარას“ დოკუმენტზე: არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები, ხშირ შემთხვევაში იკვეთებოდა, რომ რეზოლუციის ტექსტი მიწოდებული იყო კონკრეტული ლობისტური კომპანიიდან

6-12-2025

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრის გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.


დოკუმენტი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის, „ნელსონ მალინსის“ გაწეულ სამუშაოს ასახავს, რაზეც მაჭავარიანი აცხადებს, რომ არაერთხელ უნახავთ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და კონკრეტულ ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები.


„ჩვენ არაერთხელ გვინახავს „ფარას“ დოკუმენტის მიხედვით „ნაციონალურ მოძრაობასა“ და კონკრეტულ ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები. ჩვენს საზოგადოებას შევახსენებ, რომ როდესაც ევროპარლამენტმა, უკვე მგონი რიგით მე-7 რეზოლუცია მიიღო, ჩვენი მოქალაქეები უკვე ყურადღებას არ აქცევენ. ხშირ შემთხვევაში იკვეთებოდა, რომ რეზოლუციის ტექსტი მიწოდებული იყო კონკრეტულად იმ ლობისტური კომპანიიდან, ვისთანაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს გაფორმებული ხელშეკრულება და ეს ყველაფერი „ფარათი“ დასტურდება“-განაცხადა მაჭავარიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031