გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან მაჭავარიანი: ტრამპის ადმინისტრაცია კონფლიქტში აღმოჩნდა ევროპელ ბიუროკრატებთან, რომლებიც არარეალურ მოლოდინებს ამყარებენ ომთან დაკავშირებით, ჩნდება კითხვა, გაგრძელდება, თუ არა აშშ-თან ისეთივე პარტნიორობა, როგორიც მიგრაციის დაწყებამდე არსებობდა

10-12-2025

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ „ტრამპის ადმინისტრაცია კონფლიქტში აღმოჩნდა ევროპელ ბიუროკრატებთან, რომლებიც არარეალურ მოლოდინებს ამყარებენ ომთან დაკავშირებით და ძირითადად გვხვდებიან იმ მთავრობაში, რომელიც სახელმწიფოს უმცირესობას წარმოადგენს“.


მაჭავარიანის თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში, სრულიად რეალურია, რომ რამდენიმე ათწლეულში გარკვეული NATO-ს წევრი ქვეყნები არაევროპული მოსახლეობისგან შემდგარ ქვეყნებად ჩამოყალიბდნენ.


„ვისაც, დაგაჯერეს, რომ ეს ყველაფერი ჩვენი მოგონილია; ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია:⁠ კონტინენტურმა ევროპამ დაკარგა წილი გლობალურ მშპ-ში-1990 წელს 25 პროცენტიდან დღეს 14 პროცენტამდე შემცირდა.


ევროპის წინაშე არსებული უფრო დიდი პრობლემები მოიცავს ევროკავშირის და სხვა ტრანსნაციონალური ორგანოების იმ ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრის პოლიტიკურ თავისუფლებასა და სუვერენიტეტს, მიგრაციის პოლიტიკას, რომელიც კონტინენტს ცვლის, ასევე თავისუფალი სიტყვის ცენზურას და პოლიტიკური ოპოზიციის დევნას, ყოველივე ეს ხელს უწყობს ეროვნული იდენტობისა და თავდაჯერების დაკარგვას.


თუკი, ეს ტენდენცია გაგრძელდება ამ კონტინენტს 20 წელიწადში ვეღარ ვიცნობთ. ტრამპის ადმინისტრაცია კონფლიქტში აღმოჩნდა ევროპელ ბიუროკრატებთან, რომლებიც არარეალურ მოლოდინებს ამყარებენ ომთან დაკავშირებით და ძირითადად გვხვდებიან იმ მთავრობაში, რომელიც სახელმწიფოს უმცირესობას წარმოადგენს. ეს ბიუროკრატები ოპოზიციის ჩახშობის მიზნით დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებსაც კი მიწასთან თელავენ.


გრძელვადიან პერსპექტივაში, სრულიად რეალურია, რომ რამდენიმე ათწლეულში გარკვეული NATO-ს წევრი ქვეყნები არაევროპული მოსახლეობისგან შემდგარ ქვეყნებად ჩამოყალიბდნენ. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა, გაგრძელდება, თუ არა აშშ-სთან ისეთივე პარტნიორობა, როგორიც მიგრაციის დაწყებამდე არსებობდა. უკვე დროა, ცოტათი უფრო კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ“, - წერს ლევან მაჭავარიანი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031