გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჩიხელიძე: რევოლუცია ვერ შედგა და ახლა „ტვ პირველი“ საქმეს „სასახლის ღობის“ სახელით მოიხსენიებს, მთელმა ქვეყანამ პირდაპირ ეთერში იხილა ყველაფერი, ეგ პროპაგანდა ისევ გულს თუ მოგფხანთ თქვენ

10-12-2025

„2 თვე რევოლუციას აანონსებდნენ, 4 ოქტომბერს, აქციაზე მისულებმა გამოაცხადეს - მამაკაცური ძალა დავიძრათ და პრეზიდენტის სასახლე ავიღოთო. მივიდნენ, ღობე გადაანგრიეს და ეზოში შეიჭრნენ“, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ჩიხელიძე „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს და აღნიშნავს, რომ „რევოლუცია ვერ შედგა და ახლა „ტვ პირველი“ საქმეს „სასახლის ღობის“ სახელით მოიხსენიებს“.


ჩიხელიძის შეფასებით, მთელმა ქვეყანამ პირდაპირ ეთერში იხილა ყველაფერი. მისივე თქმით, სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილე ყველა კრიმინალი უმკაცრესად აგებს პასუხს.


„2 თვე რევოლუციას აანონსებდნენ, 4 ოქტომბერს, აქციაზე მისულებმა გამოაცხადეს - მამაკაცური ძალა დავიძრათ და პრეზიდენტის სასახლე ავიღოთო. მივიდნენ, ღობე გადაანგიეს და ეზოში შეიჭრნენ. რევოლუცია ვერ შედგა და ახლა „ტვ პირველი“ საქმეს „სასახლის ღობის“ სახელით მოიხსენიებს. მთელმა ქვეყანამ პირდაპირ ეთერში იხილა ყველაფერი, ეგ პროპაგანდა ისევ გულს თუ მოგფხანთ თქვენ, თორემ კარგად ვიცით ყველამ, რომ სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილე ყველა კრიმინალი უმკაცრესად აგებს პასუხს“, - წერს ჩიხელიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30