გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე UNESCO-ს მიერ ქართული ხორბლის კულტურის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანაზე: ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ხაზგასმა ხდება იმ მემკვიდრეობის, რომელიც ჩვენ გვაქვს

10-12-2025

ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ხაზგასმა ხდება იმ მემკვიდრეობის, რომელიც ჩვენ გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე UNESCO-ს გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები" კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შევიდა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ირაკლი კობახიძემ პროცესში ჩართულ ყველა უწყებას მადლობა გადაუხადა.


„განსაკუთრებული მადლობა კულტურის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. რამდენიმე უწყება იყო ჩართული. მადლობა ყველას, ვინც უზრუნველყო საბოლოო ჯამში ამ გადაწყვეტილების მიღება. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ხაზგასმა ხდება იმ მემკვიდრეობის, რომელიც ჩვენ გვაქვს", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930