გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურამ 809 880 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

11-12-2025

საქართველოს პროკურატურამ, 809 880 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 


„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყალბი მინდობილობის გამოყენებით გაასხვისა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მდებარე, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი 10700.00 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რითაც დაზარალებულს დიდი ოდენობით, 809 880 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.


დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930