გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ იოსელიანი: საქართველოს აეროპორტებში რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა - მოვემსახურეთ დაახლოებით 8 მლნ. მგზავრს, ავიარეისების რაოდენობა კი 18%-ით გაიზარდა

12-12-2025

2025 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები რეკორდული რაოდენობის მგზავრს მოემსახურა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის განცხადებით, უპრეცედენტოდ მაღალი ზრდა დაფიქსირდა როგორც მგზავრთნაკადისა და ავიარეისების, ისე საერთაშორისო საავიაციო სატვირთო გადაზიდვების კუთხით.


„თანმიმდევრული პოლიტიკით ვავითარებთ როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ აეროპორტებს. შესაბამისად, ვზრდით მათ ეფექტიანობას, ვნერგავთ ახალ სერვისებს და ეს შედეგებშიც გამოისახება. 2025 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები 8 მლნ. მგზავრს მოემსახურა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. რაც შეეხება ავიარეისების რაოდენობას, აქაც უპრეცენდენტოდ მაღალი მაჩვენებელი - 18%-იანი მატება გვაქვს", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.


მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო საავიაციო სატვირთო გადაზიდვებზე, სადაც დაახლოებით 50%-იანი ზრდა დაფიქსირდა. როგორც თამარ იოსელიანმა აღნიშნა, 2025 წლის 11 თვის მონაცემები ნათლად ასახავს საქართველოსადმი საერთაშორისო ვიზიტორთა მაღალ ინტერესს, ასევე ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან ადგილს საერთაშორისო გადაზიდვებში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930