გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე - ყაზახეთის პრეზიდენტთან ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და ერთობლივი ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის შესაძლებლობებზე ვიმსჯელეთ

12-12-2025

ყაზახეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და ერთობლივი ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის შესაძლებლობებზე ვიმსჯელეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.


როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი დღის წესრიგის საკითხები.


„მოხარული ვარ, რომ ყაზახეთის პრეზიდენტს, კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შევხვდი. განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგის საკითხები და ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და ერთობლივი ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის შესაძლებლობებზე ვიმსჯელეთ", - აღნიშნავს პრემიერი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930