გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა შათირიშვილი: შემოგდებული თემაა ბოლო პერიოდში წამოწეული ტერმინები - ევროპული და ამერიკული "დიპ სტეიტი". არანაირი ევროპული და ამერიკული ოლიგარქები არ არსებობენ, 10-15 ოლიგარქიული ოჯახი ასეულობით წლებია ერთად მოქმედებენ

15-12-2025

USAID - ი, NED - ი, ჯორჯ სოროსი, სპეცსამსახურები, შუა რგოლის მენეჯერები - როდესაც მოქმედი ადმინისტრაცია „დიპ სტეიტს“ (არაფორმალუროლიგარქიულ მმართველობას) უტევს, ძირითადად ამ სინდიკატს ახსენებს, მაგრამ საზოგადოება სულელი არ არის და კარგად აცნობიერებს, რომ ფონდებიც, ხელოვნურად შექმნილი ბიზნესმენებიც და შუა რგოლის მენეჯერებიც სპეცსამსახურებში მხოლოდ შემსრულებლები არიან,-ამის შესახებ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ.


შათირიშვილის თქმით, არანაირი ევროპული და ამერიკული ოლიგარქია და ოლიგარქები არ არსებობენ და ეს შემოგდებული თემაა.

 

“მათ უკან კი სწორედ 10/15 ოლიგარქიული ოჯახი დგას, რომლებიც განკარგავენ ყველაფერს და ასე გამალებით ცდილობენ საკუთარი ცოდვების ჩამორეცხვას, უხეშად რომ ვთქვათ - აყროლებული თემების გვერდზე გაწევას და რებრენდინგს. სწორედ არაფორმალური ოლიგარქების შემოგდებული თემაა ბოლო პერიოდში წამოწეული ტერმინები - ევროპული და ამერიკული "დიპ სტეიტი", თითქოს, აშშ-ში ეს ძალა მარცხდება, ხოლო ევროპაში ძალებს იკრებს. ეს ყველაფერიც ტყუილია - არანაირი ევროპული და ამერიკული ოლიგარქები არ არსებობენ. ჩემ მიერ ხსენებული 10/15 ოჯახი ასეულობით წლებია ერთად მოდიან, ერთად მოქმედებენ, უბრალოდ, ახლა რებრენდინგის გეგმას აწყობს ფორმალური გაყოფა, რომ როგორმე ამერიკას ყურადღება მოაშორონ და სიმძიმის ცენტრი ევროპაზე გადმოიტანონ.”- ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930