გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: გაირკვა, რომ ნატოს მხრიდან არავითარი ღია კარის პოლიტიკა არ არსებობდა, სინამდვილეში არსებობდა ორპირი ქარის პოლიტიკა, რომლის მსხვერპლი აღმოჩნდა ჯერ საქართველო 2008 წელს და შემდეგ უკრაინა

17-12-2025

ჩვენ პრაგმატულად დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას იმისდა მიხედვით, თუ როგორი იქნება ნატოს, შესაბამისი ქვეყნების პრიორიტეტები, ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ ნატოს მხრიდან არავითარი ღია კარის პოლიტიკა არ არსებობდა.


„ეს იყო ფარსი, სინამდვილეში არსებობდა ორპირი ქარის პოლიტიკა, რომლის მსხვერპლი აღმოჩნდა ჯერ საქართველო 2008 წელს და შემდეგ უკრაინა, ორჯერ 2014 წელს და 2022 წლიდან. ეს მიდგომები იცვლება. ჩვენ პრაგმატულად დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას იმისდა მიხედვით, თუ როგორი იქნება ნატოს პრიორიტეტები, შესაბამისი ქვეყნების პრიორიტეტები, ბუნებრივია, ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031