გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან მაჭავარიანი ბორის ჯონსონის განცხადებაზე, რომ არ არსებობდა უმცირესი შანსიც კი, უკრაინა ნატოს წევრი გამხდარიყო: ჯონსონი 2023 წელს იტყუებოდა, როდესაც აცხადებდა, რომ უნდა დაწყებულიყო უკრაინის ნატოში მიღების პროცესი

18-12-2025

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის, ბორის ჯონსონის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ “არ არსებობდა უმცირესი შანსიც კი, რომ უკრაინა ნატოს წევრი გამხდარიყო”.


მაჭავარიანი იხსენებს, რომ სწორედ ჯონსონმა ჩაშალა 2022 წლის აპრილში უკრაინა-რუსეთს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება.


„არადა ომის დაწყებიდან პირველივე თვეებში უკრაინას ჰპირდებოდნენ, დაჩქარებული წესით ნატოში მიღებას.


ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ ბატონმა ჯონსონმა ჩაშალა 2022 წლის აპრილში უკრაინა-რუსეთს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება

ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ბატონი ჯონსონი 2023 წელს იტყუებოდა, როდესაც აცხადებდა, რომ უნდა დაწყებულიყო უკრაინის ნატოში მიღების პროცესი


უკვე დროა, ცოტათი უფრო კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ“, - წერს მაჭავარიანი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031