გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: ბაჩო ახალაიას დაკავება რომ მხოლოდ დროის ამბავი იყო, ცოტას თუ ეპარებოდა ეჭვი - ძალიან პრიმიტიულად მოქმედებდნენ შეთქმულები, არაა გამორიცხული, კვალი სხვა ცნობად სახეებამდეც მივიდეს

25-12-2025

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიას დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ახალაიას დაკავება მხოლოდ დროის ამბავი იყო.


მისი განცხადებით, ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობის მონაწილეები პრიმიტიულად მოქმედებდნენ და არ არის გამორიცხული, კვალი სხვა ცნობად სახეებამდეც მივიდეს.


„ბაჩო ახალაიას დაკავება რომ მხოლოდ დროის ამბავი იყო, ვფიქრობ, ცოტას თუ ეპარებოდა ეჭვი. ძალიან პრიმიტიულად და, რომ იტყვიან, ნაჯახისებრ მოქმედებდნენ შეთქმულები. არაა გამორიცხული, რომ კვალი სხვა ცნობად სახეებამდეც მივიდეს. დარწმუნებული ვარ, შიშით ელოდებიან ამ მომენტს. ზოგიერთს ხომ ამბოხის ტალღაზე „თეთრი ცხენით“ სურდა ცოტა ხნის წინ დატოვებულ პრეზიდენტის რეზიდენციაში დაბრუნება“, - წერს ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031