გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მთავრობის განკარგულებით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეების ოჯახებზე 300-ლარიანი, ხოლო პირზე 45-ლარიანი დახმარების გაცემა 2026 წლის 1 აპრილამდე გახანგრძლივდა

27-12-2025

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეებისა და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების  უფლების მქონე პირებისთვის, სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებების ფარგლებში, ოჯახზე 300-ლარიანი, ხოლო პირზე 45-ლარიანი დახმარების ვადა 2026 წლის 1 აპრილამდე გახანგრძლივდა.


მთავრობის განკარგულების თანახმად, დაფინანსებას სოციალური მომსახურების სააგენტო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ მიწოდებული სიის საფუძველზე გასცემს.


ამასთან, საარსებო პირობების უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული 45 ლარი, მომდევნო თვიდან, არ გაიცემა პირზე, რომელმაც ყოველთვიური შემწეობის − 45 ლარის მიღების უფლება „საერთაშორისო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად მოიპოვა და/ან საქართველოს ტერიტორია დატოვა, ხოლო 300-ლარიანი დაფინანსება მომდევნო თვიდან შეუწყდება ოჯახს, თუ მისი ყველა წევრი დატოვებს საქართველოს ტერიტორიას.


განკარგულებას ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031