გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო და დაკავშირებადობის ფუნქცია, რიკოთის პროექტი ამ თვალსაზრისითაც არის განსაკუთრებული მნიშვნელობის

29-12-2025

ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია, დაკავშირებადობის ფუნქცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რიკოთის მაგისტრალის  მშენებლობის დასრულების ღონისძებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, რიკოთის  პროექტი ამ თვალსაზრისითაც არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი ჩვენი ქვეყნისთვის. 


„ზუსტად ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩვენს ქვეყანას სჭირდება განვითარება, სწრაფი განვითარება და ასეთი პროექტების განხორციელება არის საუკეთესო გზა და საშუალება ამისათვის. კიდევ ერთხელ, მადლობა ყველას, ვინც იყო ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში და ყველას მინდა მოგილოცოთ ამ უნიკალური პროექტის წარმატებით დასრულება", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728