30-11-2018
"ოქტომბრის ეკონომიკურმა ზრდამ 6.7% შეადგინა. ეს ჯერ კიდევ არ არის ჩვენი ეკონომიკის მაქსიმუმი. იმის გათვალისწინებით, რომ ნოემბერი და განსაკუთრებით დეკემბერი ყოველთვის მაღალაქტიური პერიოდია, ჩვენი პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა დაგეგმილ 5 პროცენტს გადააჭარბებს და 5.5 - 6 პროცენტის ფარგლებსი იტრიალებს და რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება,” - განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა, ვახტანგ ჭარაიამ.
მისი განცხადებით, იმ ფაქტორებს შორის რომლებმაც ოქტომბრის ეკ. ზრდას შეუწყვეს ხელი აღსანიშნავია: ექსპორტის ზრდა - 15 პროცენტით; ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა - 14.1% და ფულადი გადმორიცხვების ზრდა წინა თვეებში, აგრეთვე სხვა შედარებით მცირე თუმცა წინსვლები. რაც შეეხება დარგობრივ გადანაწილებას, ყველაზე მეტად ამ პერიოდში გაიზარდა: საფინანსო საქმიანობა, უძრავი ქონება, და დამამუშავებელი მრეწველობა.
ამასთან, ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, „საქართველოს ეკონომიკის გამოწვევად კვლავინდებურად რჩება დაბალი ინკლუზიურობა, რაც ხელისუფლებამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს.
13-05-2026
26-08-2026
| « სექტემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 | ||||