გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა შათირიშვილი: ევროპაში აღარ არსებობს თავისუფალი მედია, რადგან მათი აბსოლუტური უმრავლესობა ტოტალურად კონტროლდება „დიფ სთეითის“ მიერ

14-05-2026

საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ აბსურდული და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, რეალური მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე, ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს“ ჟურნალისტური საქმიანობა 1 წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს: „იმედს“, „პოსტ ტვ“-სა და „რუსთავი 2“-ს აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა, - ამის შესახებ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ.

  

 

ზაზა შათირიშვილის განცხადებით,  ქართული მედიის წინააღმდეგ აღნიშნული დამოკიდებულება სწორედ მორიგი თავდასხმაა იმ მედიასაშუალებებზე, რომლებიც „დიფ სთეითისა“ და მისგან მართული ევრობიუროკრატების დავალებებს არ ასრულებენ.

  

„ნათელია, რომ ეს დამოუკიდებელი ქართული მედიის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის გაგრძელებაა, მორიგი თავდასხმა იმ მედიასაშუალებებზე, რომლებიც „დიფ სთეითისა“ და მისგან მართული ევრობიუროკრატიის დავალებებს არ ასრულებენ.

რეალურად, ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ევროპაში აღარ არსებობს თავისუფალი მედია, რადგან მათი აბსოლუტური უმრავლესობა ტოტალურად კონტროლდება „დიფ სთეითის“ მიერ!“- წერს ზაზა შათირიშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031