გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მალაიზიაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე აღნიშნეს

12-12-2018

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქალაქ კუალა-ლუმპურში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა გაიმართა.


საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნიკოლოზ აფხაზავამ მიმართა. საკუთარ გამოსვლაში ელჩმა  საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების ისტორიაზე, პირველი რესპუბლიკის სახელმწიფო ფასეულობებსა და საგარეო პოლიტიკურ ამოცანებზე ისაუბრა. 


ნიკოლოზ აფხაზავამ  თანამედროვე საქართველოში არსებული ვითარება , ქვეყანაში გატარებული დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები და საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი მიღწევები მიმოიხილა.


ღონისძიებაზე, რომელსაც  დიპლომატიური კორპუსის, მალაიზიის სახელმწიფო უწყებების, მას-მედიის, ბიზნეს-ასოციაციების, მალაიზიური კომპანიების, განათლების, კულტურის სფეროების და ქართული დიასპორის წარომადგენლები ესწრებოდნენ, ასევე ქართული ღვინის დეგუსტაცია მოეწყო. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031