გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან იზორია ჯეიმს აპატურაის შეხვდა

12-12-2018

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის უმასპინძლა.


შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების წარმატებით განხორციელება აღნიშნეს და ნატო-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმები დასახეს, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კონტექსტში. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, შემდეგ წლებში პრინციპი - მეტი ნატო საქართველოში უზრუნველყოფილი იქნება, განსაკუთრებით ერთობლივი სწავლებებითა და მაღალი დონის ვიზიტებით.


ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს თავდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებს მაღალი შეფასება მისცა და ალიანსის სახელით საქართველოს მსოფლიო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930