გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი: განვაგრძობთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას შუა დერეფნის პარტნიორ ქვეყნებთან იმისთვის, რომ საერთო ძალისხმევით, საერთო პროექტებით, ჩვენი საერთო დერეფანი გახდეს კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანი

16-06-2026

მნიშვნელოვანია, რომ სისტემურად განვაგრძოთ ჩვენი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.


მინისტრის განმარტებით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან.


"განსაკუთრებით მინდა გამოვყო აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ჩინეთი - უკვე ძალიან ხელშესახები შედეგები გამოიღო. გასულ წელს 33%-ით გაიზარდა ტვირთნაკადის ბრუნვა და ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და მომართული, რომ მიმდინარე წელიც იქნება მორიგი წარმატების წელი, რადგან ჩვენ განვაგრძობთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას შუა დერეფნის პარტნიორ ქვეყნებთან იმისთვის, რომ საერთო ძალისხმევით, საერთო პროექტებით, საერთო ინიციატივებით ჩვენი საერთო დერეფანი გახდეს კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანი, არა ალტერნატიული, არამედ მთავარი სატრანსპორტო რგოლი", - განაცხადა მინისტრმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930