გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: გრანტებით საქართველოში ფინანსდებოდა სიძულვილის გაღვივება, თავდასხმები მართლმადიდებელი ეკლესიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, ეს იყო უხეში საგარეო ინტერვენციის ინსტრუმენტი

23-06-2026

გრანტებით საქართველოში ფინანსდებოდა სიძულვილის გაღვივება, აგრესიის გაღვივება, თავდასხმები მართლმადიდებელი ეკლესიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ და ეს იყო ჩვეულებრივად უხეში საგარეო ინტერვენციის ინსტრუმენტი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მისივე თქმით, ამ ყველაფრის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მიიღო გრანტების შესახებ კანონი, რის შემდეგაც დამშვიდდა ქვეყანა.


„გრანტების შესახებ კანონის მიღების შემდეგ დავამშვიდეთ და დავაწყნარეთ ჩვენ ჩვენი ქვეყანა. მანამდე იყო 4 წლის განმავლობაში რევოლუციის 5 მცდელობა, რომლებსაც აწყობდნენ სწორედ ამ გრანტებით დაფინანსებული ორგანიზაციები და როდესაც გეუბნება ევროპარლამენტი, რომ ეს კანონი უნდა გააუქმო, ეს ნიშნავს, რომ მე-5 წლის თავზე უნდათ, რომ მოაწყონ კიდევ რევოლუციის მე-6 მცდელობა. რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ ვერ გვექნება სხვანაირი რეაქცია, გვექნება ძალიან მკაცრი რეაქცია. თუ ევროპარლამენტს უნდა საქართველოში რევოლუციის მოწყობა, მიიღებენ, რა თქმა უნდა, შესაბამის პასუხს,"- განაცხადა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930