გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: მინდა სახალხო დამცველს შევახსენო, რომ პოლიციელის, ჟურნალისტის, სახელმწიფო მოსამსახურეთა უფლებებსაც სჭირდება დაცვა

16-12-2018

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა - გიორგი გახარიამ თელავში, პრეზიდენტის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. შინაგან საქმეთა მინისტრმა სახალხო დამცველის გამოხმაურების შესახებ დასმულ შეკითხვას გამოეხმაურა.


"სახალხო დამცველს ასევე მინდა მოვუწოდო, რომ ასევე მიაქციოს ყურადღება თვითონ აქციის მონაწილეები როგორ იქცევიან და ზოგჯერ პოლიციის, ჟურნალისტის, სახელმწიფო მოსამსახურეთა უფლებებსაც სჭირდება დაცვა და ხანდახან მინდა ეს გავახსენო მათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს ჰქონდათ ყველანაირი საშუალება კომფორტული, ჩვენ მათ შევთავაზეთ ავტობუსებით გადმოყვანა და მათი სურვილი იყო ავტომობილებით ბლოკირება თელავის ცენტრის და ინაუგურაციის ჩაშლა. როგორც ჩანს ეს გეგმა ჰქონდათ მათ, რაც ვერ განახორციელეს" - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31