გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სასტუმრო „ფოსტა მესტიაში“ ივნის-ივლისის ტურისტული მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესდა

30-07-2026

მესტიაში მდებარე სასტუმრო „ფოსტაში“ ზაფხულის ტურისტულ სეზონს დადებითად აფასებენ.  სასტუმრო გენერალური მენეჯერის, გვანცა ფალიანის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ვიზიტორთა მაჩვენებელი გაუმჯობესებულია.


როგორც გვანცა ფალიანი აღნიშნავს, სასტუმროს სტუმართა დიდი ნაწილი ძირითადად უცხოელები არიან. მიმდინარე სეზონზე სასტურმოს ვიზიტორების ძირითად ნაწილს უმეტესად, ჩინეთიდან და სამხრეთ კორეიდან ჩამოსული ტურისტები შეადგენენ.


„თუკი 2025 წლის მაისში უკეთესი დინამიკა გვქონდა, წელს კი ივნისისა და ივლისის თვეები შარშანდელთან შედარებით ბევრად უკეთესი შედეგებით ხასიათდება. აგვისტოშიც ვაგრძელებთ მუშაობას და როგორც არსებული ჯავშნების, ისე ახალი ნაკადების მიღებას ველოდებით,“ -  აცხადებს გვანცა ფალიანი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30