გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე: თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ - "ოკუპაციის შესახებ კანონის" ჩარჩოებში

12-08-2026

ჩვენ თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ გავაკეთებთ "ოკუპაციის შესახებ კანონის" ჩარჩოებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოდან საწვავის შეტანის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით ასეთ რამეს უშვებს მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო, მათ შორის "ოკუპაციის შესახებ კანონიც".


„თუ რაიმე ასეთი ნაბიჯი გადაიდგა და გადაიდგმება, ყველა ასეთი ნაბიჯი გადაიდგმება "ოკუპაციის შესახებ კანონის" ჩარჩოებში. ჩვენ თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ გავაკეთებთ "ოკუპაციის შესახებ კანონის" ჩარჩოებში.


ჩვენ გვაქვს მათ შორის პროგრამა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც განკუთვნილია სწორედ იქ მცხოვრები მოსახლეობის, არა მარტო ქართული, ასევე აფხაზური მოსახლეობის მხარდაჭერისთვის. ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა. თუკი რაიმე ასეთი ნაბიჯი იდგმება, იდგმება "ოკუპაციის შესახებ კანონის" ჩარჩოებში", - განაცხადა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930