გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თენგიზ შარმანაშვილი: კიდევ სარეცხი მანქანების რუსეთში შეტანაზე საუბრობენ ჩიპების ამოსაღებად? რუსეთს ჩინეთთან 4000 კილომეტრზე მეტი საზღვარი აქვს! რა ჯანდაბად უნდა საქართველოს ტერიტორია ვინმეს რამის ჩინეთიდან შესატანად, თუ ეს საჭირო გახდა?

14-08-2026

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი სარეცხი მანქანების თემასა და საქართველოს გზით რუსეთში ჩიპების შეტანის შესახებ გავრცელებულ ვერსიებს ეხმაურება და ამბობს, რომ „ჭკუასთან ახლო ტყუილიც არ შეუძლიათ”.


დეპუტატის თქმით, მაშინ, როდესაც რუსეთს ჩინეთთან ათასობით კილომეტრიანი საზღვარი აკავშირებს, საქართველოს ტრანზიტულ მარშრუტად მოაზრება ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია.


„კიდევ სარეცხი მანქანების რუსეთში შეტანაზე საუბრობენ ჩიპების ამოსაღებად ? ყველა სარეცხი მანქანის 80% ჩინეთში მზადდება, თუ მეტი არა. რუსეთს ჩინეთთან 4000 კილომეტრზე მეტი საზღვარი აქვს ! 4000! რა ჯანდაბად უნდა საქართველოს ტერიტორია ვინმეს რამის ჩინეთიდან შესატანად, თუ ეს საჭირო გახდა? მძიმე შემთხვევაა, ჭკუასთან ახლო ტყუილიც არ შეუძლიათ!”, - წერს შარმანაშვილი. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031