გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: რადიკალების მოწოდება, რომ უკრაინის დრონებმა აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდების გამო ჩვენი ქვეყანა დაბომბონ, არის საკუთარი სახელმწიფოს განადგურებისა და მოქალაქეების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ღია დაკვეთა

16-08-2026

„რადიკალების მოწოდება, რომ უკრაინის დრონებმა საქართველოს აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდების გამო ჩვენი ქვეყანა დაბომბონ, ეროვნული ღალატია“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.


​მისი განცხადებით, მსგავსი საჯარო მოწოდებები შეიცავს სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის ნიშნებს და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟია.


​„ეს არის საკუთარი სახელმწიფოს განადგურებისა და მოქალაქეების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ღია დაკვეთა და ამას ატირაჟირებს ბინძური ნაცმედია. ​მსგავსი საჯარო მოწოდებები შეიცავს სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის ნიშნებს და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟია. სამშობლოს გამყიდველების ადგილი საჯარო სივრცესა და სოცქსელებში არ არის – მათი ადგილი გისოსებს მიღმაა!”, - წერს აბაშიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031