გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან მაჭავარიანი გვარამიაზე: ამ უსამშობლო აგენტს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 230 000-მა ჩვენმა თანამოქალაქემ მიეცით ხმა - ოდნავადაც არ გრცხვენიათ?

17-08-2026

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ეხმიანება ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც აფხაზეთის თემაზე საუბრისას, აღფრთოვანება გამოხატა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მიმართ მის მიერ „ისტორიული ტრავმების“ დამარცხების და ყარაბაღის დათმობის გამო.


მაჭავარიანი იმ ამომრჩევლებს უსვამს კითხვას, რომლებმაც გვარამიას 2024 წელს ხმა მისცეს, ამ განცხადების შემდეგ, რცხვენიათ თუ არა საკუთარი არჩევანის.


„შეგახსენებთ, რომ ამ უსამშობლო აგენტს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 230.000-მა ჩვენმა თანამოქალაქემ მიეცით ხმა. ოდნავადაც არ გრცხვენიათ? იმასაც შეგახსენებთ, რომ ეს უსამშობლო აგენტი 1 თვის წინ ძალიან დამწუხრებული საუბრობდა იმაზე, რომ განადგურებულ უკრაინას აღდგენისთვის მსხვილ ტრანშებს ჩაურიცხავენ და ჩვენ ამ ფულის გარეშე დავრჩებით, რადგან მშვიდობაა საქართველოშიო“, - წერს მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31