გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ევროკავშირი გამჭვირვალობის კანონის, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის გაუქმებას ითხოვდა, კანონების, რომელთა აღსრულება როგორც ეროვნული იდენტობის, ისე სუვერენიტეტის დასაცავად ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია

18-08-2026

ევროკავშირი საქართველოსგან გამჭვირვალობის კანონის, ანუ ამერიკული „ფარას" სიტყვა-სიტყვით თარგმნილი ანალოგის, ასევე ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის გაუქმებას ითხოვდა, კანონებისა, რომელთა აღსრულება როგორც ჩვენი ეროვნული იდენტობის, ისე სუვერენიტეტის დასაცავად ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


პრემიერის თქმით, ევროკავშირი საჯაროდ ითხოვდა და დღესაც ითხოვს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე საქართველოს მიერთებას, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის დამანგრეველი შედეგების მომტანი იქნებოდა.


„დააკვირდით მათ დეკლარირებულ განცხადებებს, კონკრეტულ უსამართლო გადაწყვეტილებებს, აბსურდულ რეზოლუციებს, დაწესებულ სანქციებს, ორმაგ სტანდარტებს, ქართველი ხალხის მიმართ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების მუდმივ მუქარას და იმ პირობებს, რომლებიც საქართველოს მიმართ არსებობდა და არსებობს. ევროკავშირი საქართველოსგან გამჭვირვალობის კანონის, ანუ ამერიკული „ფარას" სიტყვა-სიტყვით თარგმნილი ანალოგის, ასევე ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის გაუქმებას ითხოვდა, კანონებისა, რომელთა აღსრულება როგორც ჩვენი ეროვნული იდენტობის, ისე სუვერენიტეტის დასაცავად ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. ამავდროულად, საჯაროდ ითხოვდნენ და დღესაც ითხოვენ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე საქართველოს მიერთებას, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის დამანგრეველი შედეგების მომტანი იქნებოდა", - განაცხადა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31