გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის ხელისუფლება, მაშინაც და დღესაც არა სახელმწიფოებრივი, არამედ გარე ძალების დავალებით და მათი ინტერესების შესაბამისად მოქმედებდა და მოქმედებს

18-08-2026

როგორც საქართველომ უნდა იზრუნოს საკუთარ სახელმწიფოებრივ ინტერესებზე, ისევე ზრუნავდნენ და ზრუნავენ საკუთარ ინტერესებზე რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირის ქვეყნები და მსოფლიოს ნებისმიერი სხვა სახელმწიფო. ასეთი იყო და დღესაც ასეთია საერთაშორისო პოლიტიკის რეალობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მისივე თქმით, ამ კუთხით გამონაკლისები არ არსებობს, ამიტომ, სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით უნდა ვიმსჯელოთ როგორც დღევანდელობაზე, ისე ქვეყნის ისტორიულ წარსულზე.


„ამ თვალსაზრისით, დღევანდელობაზე საუბრისას, ეტალონურ მაგალითად შეიძლება განვიხილოთ სააკაშვილის ხელისუფლება და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომელიც ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი ჯოჯოხეთი შეიძლება მოუწყო საკუთარ ქვეყანას და ხალხს, როდესაც ხელისუფლება არა საკუთარ ქვეყანაზე და ხალხზე, არამედ გარე ძალების ინტერესებზე ზრუნავს და მათი პოლიტიკის შესაბამისად მუშაობს.


2008 წელს რუსეთი საკუთარი უხეში პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, რადგან ამ პროცესს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია და მათი მხრიდან საქართველოს ისტორიული კუთხეების დამოუკიდებლობის აღიარება მოჰყვა. თუმცა, ცალკე საკითხია, რას და რატომ აკეთებდა სააკაშვილის ხელისუფლება, რომელიც, როგორც უკვე არაერთხელ დადასტურდა, მაშინაც და დღესაც არა სახელმწიფოებრივი, არამედ გარე ძალების დავალებით და მათი ინტერესების შესაბამისად მოქმედებდა და მოქმედებს. ფაქტია, რომ საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებები საქართველოს სახელმწიფო ინტერესებთან სრულად შეუთავსებელი იყო, ამ ყველაფრის შედეგი კი ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის ტრაგიკული აღმოჩნდა,"- აღნიშნა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31