გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირების მიმართ, გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

20-08-2026

სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი სამი პირის მიმართ, ნდობის და ავტორიტეტული მდგომარეობის გამოყენებით, გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.


„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების და ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ კერძო საცეკვაო სტუდიის დამაარსებელმა და ამავე სტუდიის პედაგოგმა, 17 მარტს, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი მოსწავლის მიმართ, ნდობისა და ავტორიტეტული მდგომარეობის გამოყენებით, განახორციელა გარყვნილი ქმედება.


ბრალდებულმა, ასევე, 2021 წლის თებერვლის თვეში და 2023 წლის ოქტომბრის თვეში ანალოგიური ხასიათის ქმედებები განახორციელა მისი სტუდიის ორი სხვა მოსწავლის მიმართ.


სამართალდამცველებმა ბრალდებული 17 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით და 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


სენაკის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930