გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

20-08-2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის ინსპექტორებმა, არაგეგმური შემოწმების ფარგლებში, აგროქიმიკატების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს.


ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში (მისამართი: გობეჩიას ქუჩა) ინდივიდუალური მეწარმე ა.შ. აგროქიმიკატების რეალიზაციას ახდენდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე. აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.


ფერმერების ინტერესების დაცვისა და ბაზარზე ხარისხიანი პესტიციდების განთავსების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს აქტიურ კონტროლს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს საქმიანობა კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელონ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930