გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ნახევარფაბრიკატების არალეგალური საწარმო გამოავლინა

24-08-2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, შპს ,,აი გემო“ (მისამართი: ქალაქი ბათუმი, მაჭახელას ქ. პირველი შესახვევი N 20) შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად ობიექტზე აღინიშნა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის, წარმოების და შენახვის პროცესში ჰიგიენური ნორმების  დარღვევა და ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. ამავდროულად,  ბიზნესოპერატორი ნახევარფაბრიკატების წარმოება/რეალიზაციას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდა.


კანონმდებლობის შესაბამისად, ობიექტი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.


მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს და   ბიზნესოპერატორებს სურსათის უვნებლობის სავალდებულო მოთხოვნების დაცვისკენ მოუწოდებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31