გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

4-09-2026

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ხელისუფლების საინფორმაციო პოლიტიკის ცვლილებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ დღეს, დეზინფორმაციაზე რეაგირება მყისიერი და მკაცრია, რაც მისასალმებელია.


ანჯაფარიძის თქმით, თუ გასულ წლებში ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე ზოგჯერ რეაგირება არ ხდებოდა, ახლა დეზინფორმატორებს ეს კომფორტი აღარ აქვთ.


„ამ მოვლენების ორომტრიალში ბევრმა შეიძლება ვერც შეამჩნია, როგორ შეიცვალა ბოლო წლებში, ჩემი აზრით, სწორი მიმართულებით ხელისუფლების საინფორმაციო პოლიტიკა. თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ, და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი, რასაც მე პირადად მივესალმები.


როგორც კი ღარიბაშვილი და ერთი პიროვნების გარდაცვალებაზე დეზინფორმაციული კამპანიის სხვა მონაწილეები დაიბარეს სადაც საჭიროა და „შეაჯანჯღარეს“, ხომ ნახეთ რა სახეებით გამოვიდნენ და როგორ უცბად უკან წაიღეს ნათქვამი. ერთხელ ჩერჩილმა თქვა, ბოლშევიზმი აკვანშივე უნდა ჩაკლაო. დეზინფორმაციაც და მანიპულაციაც აკვანშივე უნდა ჩაკლა !!!“- წერს ანჯაფარიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930