გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლადო სადღობელაშვილი: თამაზ ელიზბარაშვილის გარშემო ატეხილი ხმაური ბევრისთვის სიურპრიზი ნამდვილად არ ყოფილა, წლების განმავლობაში მისი მხრიდან არაერთხელ ვნახეთ ფეთქებადი ხასიათი, ენაბილწობა და ხულიგნური ქცევის გამოვლინებები

5-09-2026

„თამაზ ელიზბარაშვილის გარშემო ატეხილი ხმაური ბევრისთვის სიურპრიზი ნამდვილად არ ყოფილა. წლების განმავლობაში მისი მხრიდან არაერთხელ ვნახეთ ფეთქებადი ხასიათი, ენაბილწობა და ხულიგნური ქცევის გამოვლინებები. ეს პიროვნება აშკარად თავზეხელაღებულად იქცევა და რიგ შემთხვევაში კანონზე მაღლა აყენებს თავს“, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.


მისი თქმით, ცხოველთა თავშესაფრის მოვლა და ქველმოქმედება, რა თქმა უნდა, დადებითი საქმეა, თუმცა ეს ადამიანს საზოგადოებრივი წესრიგისა და ელემენტარული ნორმების დარღვევის უფლებას არ აძლევს.


სადღობელაშვილის შეფასებით, კანონის წინაშე ყველა თანაბარი უნდა იყოს და ადამიანის საქმიანობა მის პასუხისმგებლობას ვერ გამორიცხავს.


„თამაზ ელიზბარაშვილის გარშემო ატეხილი ხმაური ბევრისთვის სიურპრიზი ნამდვილად არ ყოფილა. წლების განმავლობაში მისი მხრიდან არაერთხელ ვნახეთ ფეთქებადი ხასიათი, ენაბილწობა და ხულიგნური ქცევის გამოვლინებები. ეს პიროვნება აშკარად თავზეხელაღებულად იქცევა და რიგ შემთხვევაში კანონზე მაღლა აყენებს თავს!


ცხოველთა თავშესაფრის მოვლა და ქველმოქმედება რა თქმა უნდა დადებითი საქმეა, თუმცა ეს არავის აძლევს უფლებას, საზოგადოებრივი წესრიგი და ელემენტარული ნორმები ფეხქვეშ გათელოს. ემოციების მართვის უუნარობა, საჯარო სივრცეში აგრესია და უზრდელობა ადრე თუ გვიან კანონთან პრობლემებით სრულდება.


კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს მიუხედავად იმისა, თუ რას საქმიანობს ადამიანი“, - წერს სადღობელაშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930