გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ის, რომ ციხეში არ არის ინტერნეტი და არ შემიძლია ვიკიპედიაზე შესვლა, რაღაცის „დაგუგლვა" - წამებასთან გათანაბრებულია

5-09-2026

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე პენიტენციურ დაწესებულებებში ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვას აკრიტიკებს და ამ შეზღუდვას თანამედროვე სამყაროში გაუმართლებლად მიიჩნევს.


ჯაფარიძის თქმით, მისნაირი ადამიანისთვის ინტერნეტის გარეშე ყოფნა რეალურად წამების ტოლფასია.


“ჩემნაირი ადამიანისთვის მგონი მართლა წამებასთან გათანაბრებული რამეა, როცა არ გაქვს წვდომა ინტერნეტთან. თუნდაც მარტო Google-ი და ვიკიპედია რომ აიღო, თავი დაანებო, YouTube-ს და რაღაცებს… მაგის ახსნა არ არსებობს 21-ე საუკუნეში. მე შეიძლება შემიზღუდო კომუნიკაციის საშუალება გარეთ და მე ვერაფერი ვერ გავაგზავნო იმიტომ, რომ არ ვიცი… ჩემ შემთხვევაში რისი ეშინიათ, რომ რევოლუციას მოვახდენ შიგნიდან?! პირობითად ვიძახი, მაგრამ რატომ არ უნდა მქონდეს იმის საშუალება, რომ რაღაცა დავგუგლო, რაღაც ვიკიპედიაში ვნახო, ან YouTube-ზე რაღაცას ვუყურო, მართლა არ მესმის“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031